ჟურნალისტის, მაია ასათიანის დედა, ნინო კალანდარიშვილი ტელეკომპანია “მარაოს” მაუწყებლობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გულისტკივილს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ “მარაო”, როგორც მისი შვილის ერთ-ერთი საყვარელი საქმე, აღარ არსებობს.
“ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანი დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი “მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია”, – წერს მაია ასათიანის დედა ფეისბუქზე.
წყარო