კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიების რიგ არეალში ქსელი პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზნით გაითიშება.
"გაცნობებთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზნით, 5 აპრილიდან 6 აპრილის ღამეს 02:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში გაითიშება 2G, 3G, 4G და სი-დი-ემ-ეი ქსელი (მწვანე კონცხი, ჩაქვი, სუფსა, შეკვეთილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფ. ნატანები, ქ. თბილისი - დიღომი (ნაწილი), ნუცუბიძე (ნაწილი), რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 20 წუთით. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას)", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში
წყარო