გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეხვდნენ.
“მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშია”- განაცხადა მან.
მისივე თქმით, ის უდანაშაულოა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კი მკაცრი.
„მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია. მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რამოდენიმე მოვლენა ომი, კრიზისი, შემდგომ რამოდენიმე მმართველი კომპანია, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მოიტანა ეს ყველაფერი. მე დღეს არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმეს დავეჯინო, ან რამე დავთმო აუცილებლად გამოსავალს ვიპოვი, ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემია და დედაჩემის გამოსვლა, მაგრამ დაკავშირებული და გაიგივებული მაქვს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.