ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ტრისტან წითელაშვილი: გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება


    სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი „ახალ თაობას" ყოფილი დეპუტატის  გივი თარგამაძის დაკითხვის ფაქტზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თარგამაძემ უკრაინის საგამოძიებო უწყებას იმ პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია,  ვისთან ერთადაც მოიფიქრა ნაპრეზიდენტალმა ტერაქტის მოწყობა.

    „გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მას ძალიან მალე დააკავებენ. ყველაფერი აქეთკენ მიდის.

    თარგამაძემ პროკურატურას მის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ მასალებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიგეგმა მის წინააღმდეგ ტერაქტი უკრაინაში. ამ ყველაფრის უკან კი მიხეილ სააკაშვილი იდგა.

    ყოფილმა დეპუტატმა უკრაინის საგამოძიებო უწყებას იმ პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია,  ვისთან ერთადაც მოიფიქრა ნაპრეზიდენტალმა ტერაქტის მოწყობა. თარგამაძეს უკრაინაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავს და ამ მასალების მოძიება არ გაუჭირდებოდა", - აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა. 


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი