მაინცდამაინც „დიდი ღალატები" არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.. წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, იყო ადამიანებში განხიბვლები, წყენები, გულისტკენები..პატარ-პატარა „ღალატებიც", ალბათ.. თითოეული მათგანი და მისგან მოგვრილი სევდა, წლები გამყოლია მერე.. დავიწყებით არ დამვიწყებია.. გულნატკენი უფრო ფრთხილი გავმხდარვარ, ადამიანებთან ნდობის თვალსაზრისით..
და სულ ვფიქრობ ხოლმე.. ამ წლების მანძილზე რამდენი დიდი ღალატი ნახა ამ ადამიანმა!.. ყველა ეს ღალატი ხომ შიშველი იყო და ჩვენ მას ვხედავდით და განვიცდიდით!..და რამდენს ვერ ვხედავდით კიდევ!..
და ნეტავ თავად?.. თავად მიშა??.. თუ ჩვენ პატარა ადამიანური წყენები ტკივილამდე გვინგმირავს ხოლმე გულს, თვითონ როგორ უმკლავდებოდა ცხოვრების ყველაზე დიდ ბრძოლაში მიყენებულ ამდენ დამანგრეველ ღალატს??.. როგორ ივიწყებდა, ან თუ არ ივიწყებდა, როგორ ივსებოდა ისევ უზომო იმედით და ნდობით, ბრძოლაში მყოფი თანამებრძოლების მიმართ და ღალატის მიერ მიყენებული „ჭრილობით", როგორ იწყებდა ყოველ ჯერზე ისევ თავიდან ბრძოლას - ერთგულების სახელით??...
ამდენჯერ ნაღალატები, როგორ დარჩა მაინც ყველაზე დიდ ოპტიმისტად, როგორ დარჩა ყველაზე იმედიან ადამიანად ამ ღალატიან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში??..
ამდენჯერ ნაღალატები, როგორ ახერხებს ნეტავ, რომ გამარჯვებაზე ისევ ის ფსონი დადოს, რომელსაც ერთგულება აწერია??..
აუცილებლად ვკითხავ.. ოდესმე..
მაია ჯავახიშვილი
...........
ეს 2016 წლის 24 აპრილის „ფსონია", ერთგულებაზე რომ დადო!.. :(
„..დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოვალ საქართველოში...
ჯერ ერთი, რომ ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ, ამაში არაა საქმე.. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და საერთოდ ეჭვი არ მეპარება..
სხვა ყველაფერი ტყულია.. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე.
არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი! დანარჩენი ყველაფერი არის იმიტაცია, მიმიკრია, რაღაც მანევრები, ფულის კეთება ვიღაცის მიმართ, ქრთამის აღება ვიღაცის მიმართ, ვიღაცის მიერ თავისი ხუშტურის დაკმაყოფილება.. ასე ჩამოყალიბდა დღეს..
ეს მე დიდ ვალდებულებას მაკისრებს.. რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხში - ან ეს რუსი ოლიგარქი, ან ის, რაც ჩემთან და ჩემს სახელთანაა დაკავშირებული, მაკისრებს ვალდებულებას მე ვიყო უფრო უკეთეს ფორმაში და მოტივირებული ვიდრე ოდესმე.. მე ჩავერთვები ამ თამაშის მოგებაშიც, ამისთვის საჭიროა, როგორც იგეგმება, და როგორც ვთქვი, ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე და დავეხმარო იმ გუნდს რომელიც გაიმარჯვებს, დანაკარგების გარეშე სწრაფად ახალი პერესპექტივების გაჩენაში..
ეს არის ეს"..
მიხეილ სააკაშვილი