თუ გახსოვთ, იმთავითვე წინააღმდეგი ვიყავი კიდევ ერთი უქმე დღის დაწესების. უქმე დღეების გარეშეც არ იკლებენ დასვენებას ქართველები... ერთი მეგობარი ამბობდა, ბოლისის და მარნეულის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში სოფლის მეურნეობა ყვავის, ბაღჩა-ბაღები გადატენილიაო. გაივლი ორ კილომეტრს და ქართველი გლეხები მხართეძოზე წამოწოლილი წუწუნებენ: ფული არ არის, სამუშაო არ არისო! მაგრამ ახლა ის მაინტერესებს, რად გვინდა ეს მთავრობა: თურქების დაუკითხავად საკუთარ ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული ვერ დაუწესებიათ; კვირიკაშვილმა ირანის პრემიერს ამას წინათ სულ ფეხები უკოცნა, ვინ გაბედა და აეროპორტში სასაზღვრო პუნქტზე ირანელ ქალს ჩადრის ახსნა სთხოვა, ყველაფერს მკაცრად გამოვიძიებო; რუსებს რკინიგზაზე ეკურკურებიან და სასომხეთში სამხედრო ტვირთს უტარებენ, ოკუპაციაზე გასუსულები არიან; გათავხედებულ ბიზნესმენებს უბატონოდ ხმას ვერ სცემენ, შეწირეს საქართველოს ეკოლოგია და თბილისის იერსახე; გაზულუქებულ ეკლესიას საჩუქრებს საჩუქრებზე უფორმებენ... მოკლედ, ეს აღარაა ქვეყანა, ეს ტერიტორიული წარმონაქმნია. ბიძინას დუქანია, სადაც გულაობს ყველა... უბრალო მოქალაქეების ხარჯზე და გარდა!
წყარო
წყარო