გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, გირაოს გადახდის ვადად კი, 10 დღე განისაზღვრა.
პროკურატურამ მისთვის პასპორტის ჩამორთმევაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.