აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისშემდეგ სომხური მედია საყოველთაო სიხარულმამოიცვა. სპუტნიკ-არმენია დიდი სიხარულით იუწყება, რომ ადგილობრივ პარლამენტში სომხურისაზოგადოების სამი წარმომადგენელი - ლევონგალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ლევონ დაშიანიმოხვდა. სომხური მედიის ცნობით, ეს სამეულიისტორიულ სამშობლოსთან, ანუ სომხეთთან მჭიდროკავშირის დამყარებას აპირებს.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუგავითვალისწინებთ, სომეხ კანდიდატებს პარლამენტშიმოხვედრის ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ. აფხაზეთშისაკმაოდ გაიზარდა ანტისომხური განწყობა და აფხაზები მათ მიმართ ხშირად იჩენენ აგრესიას.აფხაზების აგრესიას ის ფაქტიც იწვევს, რომ ეთნიკური სომხების რაოდენობამ ეთნიკური აფხაზებისრაოდენობას გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 42.000 სომეხი ცხოვრობს. აფხაზები ამბობენ, რომ ეს ციფრი რეალურზე ორჯერ ნაკლებია.
სომხების მიმართ აფხაზებს იმის გამოც აქვთ აგრესია, რომ ადგილობრივ ბიზნესს ძირითადად ისინიდაეპატრონნენ. სამი სომეხი კანდიდატის გამარჯვება საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ვანბაიბურთს ძალიან უხარია. მისი თქმით, აფხაზეთში ანტისომხური განწყობის გარდა, ანტირუსულიგანწყობაც გაზრდილია. რამ განაპირობა აფხაზების ასეთი სახეცვლილება და როგორ ცხოვრობენადამიანები ოკუპირებულ რეგიონში? ამაზე ვან ბაიბურთი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
ვან ბაიბურთი:
- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სამივე სომეხი კანდიდატი, რომლებმაც არჩევნები მოიგეს, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები არიან. ამ არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილი დეპუტატიტრაპიზონიანიც, რომელმაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს ადამიანი აფხაზეთის ლიდერისხაჯიმბას მხარდამჭერი და ღია ფანია. ეს ფაქტი, მგონი, რაღაცებზე მეტყველებს.
- რაზე მეტყველებს? რაულ ხაჯიმბას რომ სომხები არ უყვარს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია...
- ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რაულ ხაჯიმბა არც სომხებს უყვარს და მათ ის კანდიდატიც კიდაიწუნეს, რომელიც პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო. ამ კანდიდატების გამარჯვება მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში ამომრჩეველი გაიზარდა და ზომიერ ხალხს ირჩევენ პარლამენტში. აფხაზეთშიჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მართალია არალეგიტიმურია, მაგრამ ის საბოლოო ჯამშისაქართველოსთვის კარგის მომტანი იქნება. იგივე ეს სამი სომეხი დეპუტატი უფრო საქართველოსკენარის.
- რას ნიშნავს უფრო საქართველოსკენ არის?
- იმას, რომ უფრო საქართველოსკენ არის, ვიდრე პირიქით. საერთოდ აფხაზეთში მცხოვრები სომხებიქართველების მიმართ დადებითად არიან განწყობილი.
- ეს დადებითი განწყობა რაში გამოიხატება?
- ისინი ხშირად ჩამოდიან თბილისში.
- რატომ ჩამოდიან?
- ზოგი ნათესავებთან ჩამოდის, ზოგიც სამკურნალოდ.
- თქვენ შეხვდით ამ ადამიანებს?
- შევხვდი.
- რას ყვებიან აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე? მართალია, რომ აფხაზები მათ ავიწროვებენ?
- მე რამდენადაც ვიცი, აფხაზეთში სომხები კარგ მდგომარეობაში არ არიან. არ ვიცი, დაარქმევთ თუარა ამას შევიწროვებას.
- მაინც რა პრობლემები ექმნებათ?
- ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხები ბლომად ცხოვრობდნენ. მრავლად იყო სომხურისკოლებიც. ახლა ამ სკოლების რაოდენობა განახევრდა. ერთ-ერთი ცნობილი სომხური სკოლა იყოგაგრაში. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი ამ დაწესებულებაში. ადრე იქ 1.800 ბავშვი სწავლობდა. ახლა, როგორც მითხრეს, იქ სულ რაღაც 350 მოსწავლე სწავლობს.
- ბიზნესში რა ხდება? როგორც ამბობენ, აფხაზები სომხებზე იმიტომ განაწყენდნენ, რომ მთელ ბიზნესსისინი არიან დაპატრონებული...
- ამის შესახებ არაერთი მასალა წამიკითხავს ქართულ პრესაში. იქიდან ჩამოსული სომხები სულ სხვარამეებს ყვებიან.
- მაინც რას ყვებიან?
- იმას, რომ დიდად არც ბიზნესში არიან გახარებული.
- გინდათ თქვათ, რომ აფხაზეთში ეთნიკურ სომხებს ავიწროვებენ?
- მარტო სომხებს არა, აფხაზეთში ყველას ავიწროვებენ.
- მათ შორის რუსებსაც?
- მათ შორის რუსებსაც.
- ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია...
- ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს არის რეალობა.
- რუსების შევიწროვება რაში გამოიხატება?
- ბევრ რამეში, მათ შორის ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებში. ამის გამორუსეთის დუმის წევრი კონსტანტინე ზატულინი ღიად დაემუქრა აფხაზებს. სოხუმში ყოფნისას სულთითები უქნია. ზატულინი სოხუმში დამკვირვებლად იყო ჩასული. არჩევნების შედეგით უკმაყოფილოდარჩა. ამის შესახებ აფხაზებსაც ესაუბრა და ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მკვახედ ილაპარაკა.
- კონკრეტულად რითი იყო კონსტანტინე ზატულინი უკმაყოფილო?
- იმით, რომ აფხაზეთის პარლამენტში არც ერთი რუსი ეროვნების დეპუტატი არ აირჩიეს. კონსტანტინე ზატულინი ამბობდა, ამდენი წელია, აფხაზებს ვეხმარებით და რუსი როგორ არ აირჩიესო.
- აფხაზეთში რუსები მრავლად ცხოვრობენ?
- ცოტანი არ არიან. ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე 60.000-მდე ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. ბოლოაღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთში 20.000-მდე რუსი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ერთი რუსი დეპუტატი ხომ მაინც უნდა აერჩიათ. სამაგიეროდ, აირჩიეს ქართველები.
- ვინ ქართველები აირჩიეს?
- ახლავე წაგიკითხავთ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების გვარებს. ესენი არიან: ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია.
- თქვენ გგონიათ, რომ ისინი ქართველები არიან?
- რა თქმა უნდა, ქართველები არიან.
- მეეჭვება, თავადაც ქართველებად თვლიდნენ თავს...
- ეს მხოლოდ დროის საკითხია. როცა ყველაფერი დალაგდება, როცა საქართველო დაკარგულტერიტორიებს დაიბრუნებს, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დიდი სიამაყით იტყვიან, რომ ისინიქართველები არიან.
- ამაში დარწმუნებული ხართ?
- ჩვენ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომ ეს ადამიანები თავიანთი ქართული წარმომავლობითაუცილებლად იამაყებენ.
- მოდით, ისევ აფხაზების ანტისომხურ და ანტირუსულ განწყობას დავუბრუნდეთ, რაზე მიანიშნებს ესყველაფერი?
- რაღაცის ნიშანი ნამდვილად არის, მაგრამ მიჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რა უნდათ აფხაზებს. ესანტირუსული განწყობა ძალიან დამაფიქრებელია. აფხაზეთის მოსახლეობის 90% რუსულ ენაზესაუბრობს. ამავე ენაზე საუბრობენ პარლამენტსა და მთავრობაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქრუსული სამხედრო ბაზებია და, როგორც თავად ამბობენ, მათ უსაფრთხოებას რუსები იცავენ. მოსახლეობა პენსიებს და ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ღებულობს. ამდროს პარლამენტში ვერც ერთი რუსი ვერ მოხვდა. ჩემი აზრით, ეს რუსეთისთვის ერთგვარი მესიჯიადა რაც მალე წაიკითხავენ მას რუსები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. მე ასე მგონია, რომაფხაზების მესიჯი ასეთია - კი გვეხმარებით, ძმებო რუსებო, მაგრამ პარლამენტში მაინც ქართულიგვარები გვირჩევნია.
- ანუ თქვენ იმ ადამიანებს მაინც ქართველებად მიიჩნევთ?
- ეს გვარები ქართულია და ამაზე დავას არავინ დაიწყებს. ისინი შეიძლება ამ ეტაპზე თავსქართველებად არ თვლიან, მაგრამ ნებისმიერ აფხაზს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ისინიქართველები არიან. აშკარაა, რომ აფხაზების ყურს პარლამენტში ქართული გვარები უფროელამუნება, ვიდრე - რუსული. მე პირადად ამ ყველაფერს ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ, ყველაფრისმიუხედავად, აფხაზებისთვის ქართველები უფრო მისაღები არიან, ვიდრე რუსები.