ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნატო-ში ვერ შეხვალთ და ჯობს, ნეიტრალიტეტი გამოაცხადოთ – ამერიკელი მკვლევარი

    სკეპტიკოსი ამერიკელი მკვლევარი მაიკლ ო’ჰანლონი საქართველოსა და უკრაინას ურჩევს, ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე იფიქრონ.
    გადაცემა “პანორამაში”  მაიკლ ო’ჰანლონი აცხადებს, რომ დასავლეთსა და ევროპასთან სიახლოვეს საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით დიდი არაფერი გაუკეთებია.
    მან ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირიებები და მათი შედეგები გაიხსენა.
    “2008 წელს ბუქარესტში დაგპირდნენ, რომ მაპ-ს მოგცემდნენ, მაგრამ არ უთქვამთ, როდის იზამდნენ ამას. როგორც ვნახეთ იმავე ზაფხულს საქართველოში რუსეთი შემოიჭრა.  მაპ-ს დაპირდნენ უკრაინასაც, ასვე დროის და კონკრეტიკის გარეშე, შემდეგ კი ვნახეთ, როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული და სეპარატისტების ხელით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი გაჩაღდა. ყოველივე აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ასეთ სტრატეგიას საქართველოს და უკრაინის დასუსტების გარდა არაფერი მოაქვს”,-განაცხადა მაიკლ ო’ჰანლონმა.
    მისი აზრით, რუსეთს საშინლად აღიზიანებს იდეა, რომ საქართველოს და უკრაინას ერთ დღეს ნატოში მიიღებენ. მეორე მხირვ კი ეს რეალურად არ იცავს საქართველოს, რადგან არის მხოლოდ იდეა-მოსაზრება.
    “ისეთი ადამიანები, როგორიც არის პუტინი, რომლის არც მხარდამჭერი გახლავართ და არც თაყვანისმცემელი, ნატო-ს გაფართოების მსგავს იდეებს რუსეთში საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად და დასავლეთის მტრის ხატად წარმოსაჩენად იყენებენ. სწორედ ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ რუსეთთან მოლაპარაკებას და შეთანხმებას, რომ საქართველოს და უკრაინას შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას შეუერტდნენ ნატო-ს გარდა. ამის სანაცვლოდ კი რურსეთი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”,-განაცხადა მაიკლ ო’ჰანლონმა.
    მან განმარტა, რომ საქართველოს სთავზობს ნეიტრალიტეტს და არა ბუჰერულ ზონად ყოფნას.
    მაიკლ ო’ჰანლონმა საქართველოს ისიც შეახსენა, რომ შეერთებულ შტატებსაც აქვს უფლება ნატო-ს გაფართოების შესახებ საკუთარი სიტყვა თქვას.
    “სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ის ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების დაცვას უყოყმანოდ იღებს საკუთარ თავზე . მე ვფიქრობ, საქართველოს და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე მეტად ნეიტრალური სტატუსი უფრო გამოდგებათ და ამით ისინიც და ამერიკაც მოიგებს”,-აღნიშნა მაიკლ ო’ჰანლონმა
    სკეპტიკოსი ამერიკელი მკვლევარი მაიკლ ო’ჰანლონი საქართველოსა და უკრაინას ურჩევს, ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე იფიქრონ.
    გადაცემა “პანორამაში”  მაიკლ ო’ჰანლონი აცხადებს, რომ დასავლეთსა და ევროპასთან სიახლოვეს საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით დიდი არაფერი გაუკეთებია.
    მან ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირებები და მათი შედეგები გაიხსენა.
    “2008 წელს ბუქარესტში დაგპირდნენ, რომ მაპ-ს მოგცემდნენ, მაგრამ არ უთქვამთ, როდის იზამდნენ ამას. როგორც ვნახეთ იმავე ზაფხულს საქართველოში რუსეთი შემოიჭრა.  მაპ-ს დაპირდნენ უკრაინასაც, ასევე დროის და კონკრეტიკის გარეშე, შემდეგ კი ვნახეთ, როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული და სეპარატისტების ხელით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი გაჩაღდა. ყოველივე აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთ სტრატეგიას საქართველოს და უკრაინის დასუსტების გარდა არაფერი მოაქვს”,-განაცხადა მაიკლ ო’ჰანლონმა.
    მისი აზრით, რუსეთს საშინლად აღიზიანებს იდეა, რომ საქართველოს და უკრაინას ერთ დღეს ნატოში მიიღებენ. მეორე მხრივ კი ეს რეალურად არ იცავს საქართველოს, რადგან არის მხოლოდ იდეა – მოსაზრება.
    “ისეთი ადამიანები, როგორიც არის პუტინი, რომლის არც მხარდამჭერი გახლავართ და არც თაყვანისმცემელი, ნატო-ს გაფართოების მსგავს იდეებს რუსეთში საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად და დასავლეთის მტრის ხატად წარმოსაჩენად იყენებენ. სწორედ ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ რუსეთთან მოლაპარაკებას და შეთანხმებას, რომ საქართველოს და უკრაინას შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას შეუერთდნენ ნატო-ს გარდა. ამის სანაცვლოდ კი რუსეთი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”,-განაცხადა მაიკლ ო’ჰანლონმა.
    მან განმარტა, რომ საქართველოს სთავაზობს ნეიტრალიტეტს და არა ბუფერულ ზონად ყოფნას.
    მაიკლ ო’ჰანლონმა საქართველოს ისიც შეახსენა, რომ შეერთებულ შტატებსაც აქვს უფლება ნატო-ს გაფართოების შესახებ საკუთარი სიტყვა თქვას.
    “სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ის ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების დაცვას უყოყმანოდ იღებს საკუთარ თავზე . მე ვფიქრობ, საქართველოს და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე მეტად ნეიტრალური სტატუსი უფრო გამოადგებათ და ამით ისინიც და ამერიკაც მოიგებს”,-აღნიშნა მაიკლ ო’ჰანლონმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი