ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრება, სხდომის მიმდინარეობის დროს სიტყვით გამოვიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის შეკითხვას, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე, სხდომათა დარბაზის მეორე სართულზე მყოფი მოქალაქეებისგან ხმაური, შეძახილები და ტაში მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, "ვინ მოიყვანა ტაშის მკვრელები" დარბაზში. ამის პასუხად მელორ ვაჩნაძემ იარუსიდან მიმართა დეპუტატებს, რომ "შეურაცხყოფას ნუ აყენებენ დარბაზში მყოფ მოსახლეობას და ბოდიში მოიხადონ". როგორც მელორ ვაჩნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე საშვი მისმა მეგობარმა ჯაბა ჯიშკარიანმა დაუშვა. მელორ ვაჩნაძესთან ერთად, იმყოფებიან ახალგაზრდა მამაკაცები. დარბაზში რამდენჯერმე იყო ხმაური.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.