"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 14 აპრილს, წითელ პარასკევს, იუმორისტული გადაცემა "The "ვანო's შოუ"-ს ეთერში არ გასვლის შესახებ განმარტებას ფეისბუქის გვერდზე აკეთებს:
"ვანოს შოუ", რაც მე რ2ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით.
ეს არაა არხის პოზიცია. რუსთავი 2 ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერებს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს. თუმცა, ამასთანავე, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების გამო, შეუძლებლად თვლის ამ დღეს გასართობ გადაცემაზე მუშაობას. შესაბამისად, არხიც პატივს სცემს თანამშრომლების ამ მოსაზრებას და არ თვლის დასაშვებად და შესაძლებლად, აიძულოს ისინი, იმოქმედონ საკუთარი რელიგიური გრძნობების საწინააღმდეგოდ," - წერს გვარამია.