საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული პრემიების ლაურეატი, პროფესორი რეზო გაგუა დღეს საკუთარ კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ “პრაიმტაიმს” კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც კლინიკის თანამშრომელმა განაცხადა, პროფესორი გარდაცვლილი კლინიკის საპირფარეშოში იპოვეს.
“წარსულში გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებლი, თუმცა არაფერი აწუხებდა. გუშინაც მშვენივარდ გამოიყურებოდა”, – გვითხრეს კლინიკაში.
პროფესორი ქ.ფოთში დაიბადა. 963 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ.ფოთის №7 საშუალო სკოლა. მის მიერ პირველად საქართველოში განხორციელდა ფილტვის სიმსივნის დროს პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით.
გაგუა არის 4 გამოგონების, 11 რაციონალიზატორული წინადადების და 2 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი და თანაავტორი.M გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 3 მონოგრაფია.
2006 წელს ის აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო ექიმად და დაჯილდოვდა სამახსოვრო სკულპტურით.
2007 წელს, საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათბის დაჯილდოვებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელით.
ონკოლოგიის დარგში შეტანილი წვლილი აღინიშნა არაერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ჯილდოთი. რ.გაგუა არის საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ღირსების ორდენის კავალერი (2002), დიდი ბრიტანეთის სოკრატეს საერთაშორისო პრიზის ნომინანტი (თჰე Iნტერნატიონალ შოცრატეს Pრიზე, Oხფორდ, UK, 2008), აშშ ბიოგრაფიული ინსტიტუტის მშვიდობის მსოფლიო მედლის მფლობელი (თჰე ჭორლდ Mედალ ოფ Fრეედომ, UშA, 2008).
მისი დაუღალავი შრომისა და უბადლო პროფესიონალიზმის დაფასების დასტურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვება (2010).
წყარო: "primetime"