ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რაც მარგველაშვილს პარლამენტში პირში უთხრეს, თავმოყვარე კაცი ან თავს მოიკლავდა, ან გადადგებოდა - შალვა ხაჭაპურიძე

    რაც მარგველაშვილს პარლამენტში პირში უთხრეს, თავმოყვარე კაცი ან თავს მოიკლავდა, ან გადადგებოდა - შალვა ხაჭაპურიძე
    „რაც მარგველაშვილს პარლამენტში პირში უთხრეს, თავმოყვარე კაცი ან თავს მოიკლავდა, ან გადადგებოდა", - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში: „მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო არაფრისმთქმელი და უსაგნო, რადგან თავადაც კარგად იცის, რომ მის სიტყვას ამ ხელისუფლებისთვის ფასი არ აქვს! როცა კაცმა იცის, რომ ტყუილად ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ლაპრაკობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თავმოყვარეობა არ გააჩნია. პრეზიდენტი მარგველაშვილი უთავმოყვარეოსთან ერთად  ზედმეტად პატივმოყვარეც გახლავთ! რატომღაც მარგველაშვლმა დაიჯერა IRI-ის ზღაპრები, რომ თითქოს მას რაღაც რეიტინგი აქვს და აქედან გამომდინარე, პარლამენტში მისი გამოსვლა ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - მომავალ საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის დაფიქსირებას. მარგველაშვილი ნირვანაშია ჩარჩენილი და ჰგონია, რომ თუ პრეზიდენტს ისევ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს, მომავალ არჩევნებში ხალხი ხმას სწორედ მას მისცემს. რაც მარგველაშვილს პარლამენტში პირში უთხრეს, თავმოყვარე კაცი ან თავს მოიკლავდა, ან გადადგებოდა, მაგრამ ეს კაცი თანამდებობაზეა გაგიჟებული, რათა თავისი ნარკომანი ნათესავები შეიწყალოს, მხართეძოზე წამოწვეს და ინებივროს! საქართველო, ქვეყანა, ხალხი მას აბსოლუტურად არ აინტერესებს!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი