ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამუკა არეშიძე: მოსკოვში ნანობენ...

    „არაფერი განსაკუთრებული ამბავი ლავროვს სოხუმში არ ჩაუტანია", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორს" განუცხადა და სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს გამოეხმაურა.

    „ეს შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის, თუმცა, აქვე უნდა განვასხვაოთ შეურაცხყოფა, რომელიც ატარებს ტენდენციის ხასიათს. რეალურად, ლავროვი ჩავა იქ, პუტინი თუ სხვა ვინმე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ტენდენცია არსებობს და ეს გახლავთ რეალობა, რომელიც ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ მივიღეთ. მიუხედავად ამ ტენდენციის არსებობისა, ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომები და კურსი, არ უნდა შევურიგდეთ ამას და განვაგრძოთ მუშაობა. მარტო აღშფოთება და ფეხების ბაკუნი ვითარებას არ შეცვლის.

    რაც შეეხება კონკრეტულად ამ ვიზიტს, არაფერი განსაკუთრებული ამბავი ლავროვს იქ არ ჩაუტანია. ლავროვი ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ რუსეთის უმაღლესი დონის ჩინოვნიკი. რუსეთი ამით ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ის თავის მიდგომებს არ შეცვლის. პირველ რიგში, მოსკოვის ეს გზავნილი განსაზღვრული იყო არა თბილისისთვის, არამედ დასავლეთისთვის. ხოლო მეორეა შიდა პრობლემები აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს აფხაზურ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ შიდა პოლიტიკას, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აჭმევს აფხაზებს, ისინი მაინც პოზაში დგანან. მოსკოვში ახლა ნანობენ, რომ ასე მარტივად მიანიჭეს მათ დამოუკიდებლობა. მოსკოვში პოლიტიკური წრეები თვლიან, რომ აფხაზებმა ეს ვერ დააფასეს. მოკლედ, ამ პოზაში დგომას უნდა დაესვას წერტილი", - აცხადებს არეშიძე. 
                                                                                                                            reportiori.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი