კვიციანის მიერ მოწყობილი ვაკხანალიის ფონზე, სრულიად მიიჩქმალა ლავროვ-კარასინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებული დებატები, არა და ეს საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე "ცივილიზებულობის მოსურნე ტყის კაცის" ვნებები.
დავუბრუნდები მთავარ თემას და ივანიშვილოიდებიდან ერთ-ერთის, კვაჭანტირაძის კომენტარზე შევჩერდები.
ზვიად კვაჭანტირაძე: ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთი თავად ვერ აღიქვამს სწორად რეალობას....
როგორ მოგწონთ? თურმე მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არაფერი მეტი... თურმე სწორად ვერ აღიქვამს რეალობას და არაფერი მეტი....
არც ოკუპაცია, არც ქართველების სისხლი, არც მცოცავი ანექსია, არც გატაცებული ქართველები, არც მანიაკი პუტინი, მხოლოდ მცდარი, მხოლოდ არასწორი აღქმა...
არა, ძალიან კარგად იცის რეალობა კვაჭანტირაძემ, მაგრამ ეშინია, ეშინია პუტინზე აუგის თქმის, რადგან აუგის თქმის შემთხვევაში პუტინი ივანიშვილს შემოსწყრება, ივანიშვილი კი ჯავრს მასზე იყრის...
და ამის შემდეგ მეოცნებე ლიდერებო, რატომ გიკვირთ ხალხი პუტინის მონა ივანიშვილის მონებს რომ გეძახის? სულიერი მონობა ხომ შიშითაა გამოწვეული, მონის მონობა კი ორმაგად ამაზრზენია...
ბოდლერი გაიხსენეთ - "და კაცს იმონებს მონის მონას, ნამუსგარეცხილს...."
კობა ხაბაზი.