ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასტიკი მკვლელობა თბილისში - ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა

    თბილისში 4 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა.

    საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ჯანაშვილმა 39 წლის მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ ბრალდებული მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა.
    ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა, რადგან ყოფილი მეუღლე მას ხშირად ემუქრებოდა.
    შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქის ყველა განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. მათ შორის ერთხელ ჯანაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
    როგორც ირკვევა, მიუხედავად გაფრთხილებისა ბრალდებულმა ცოლის მეგობრის სახლი გადაწვა.
    იხილეთ შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება მკვლელობის შესახებ:
    "შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)".

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი