ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    “თუ შენი გოგო სექსის დროს უაზროდ იმანჭება, ე.ი. გატყუებს, ხოლო თუ იგი ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა თირკმელებში უთავაზესო, ე.ი. მართლა სიამოვნებას განიცდის“

    ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეკვლიათ, თუ რა გავლენას ახდენს კაცებზე ე.წ. “კაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალები”.

    ჟურნალ Psychology of Men and Masculinities-ში გამოქვეყნებული სამი კვლევა ახალგაზრდა კაცებს შორის სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ნორმალიზების პრობლემას მიეძღვნა.

    The Independent-ის ცნობით, პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობა აშშ-ის ერთ-ერთი კოლეჯის 274-მა სტუდენტმა მიიღო.

    ახალგაზრდებს ქალების შესახებ ციტატები წააკითხეს და შესთავაზეს, განესაზღვრათ, რომელი მათგანი იყო აღებული კაცებისთვის განკუთვნილი პოპულარული ჟურნალებიდან და რომელი ეკუთვნოდა რეალურ დამნაშავეებს. ათი ციტატიდან მხოლოდ ერთი ეკუთვნოდა რეალურ მოძალადე დამნაშავეს, ცხრა დანარჩენი კი კაცებისთვის განკუთვნილი ამერიკული ჟურნალებიდან (Nuts, Zoo, Loaded, FHM, Unilad) ამოღებული ციტატა იყო.

    სტატიაში მოყვანილია ციტატების ნაკრების ერთ-ერთი მაგალითი, რომლებიც კვლევის მონაწილეებს დაურიგდათ.

    „მკვლელობის ალბათობას საწოლში მართლაც განსაკუთრებული ცახცახი მოაქვს“
    გოგოებს უყვართ შებოჭვა და დაბმა. მიეცი მათ შანსი, თავი უმწეო მსხვერპლად იგრძნონ“
    თუ შენი გოგო სექსის დროს უაზროდ იმანჭება, ე.ი. გატყუებს, ხოლო თუ იგი ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა თირკმელებში უთავაზესო, ე.ი. მართლა სიამოვნებას განიცდის“
    თუ გოგომ, რომელთანაც ერთად სვამ, ფეხები არ გაგიშალა, იფიქრე მათემატიკურ სტატისტიკაზე: გაუპატიურების შემთხვევების 85%-ზე არავინ ჩივის.
    ზოგადად გოგოებს არა უშავთ, 
    მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძუკნაა, ძუკნას კი სასტიკად და ღრმად უნდა შეთხარო“.
    მოყვანილი ციტატებიდან მხოლოდ უკანასკნელი ეკუთვნის გაუპატიურებაში დამნაშავეს.

    ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ კაცების ჟურნალებიდან აღებული სექსისტური ფრაზების უმრავლესობა ახალგაზრდებმა მოძალადეების ციტატებად აღიქვეს.

    კვლევის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგიის პროფესორის პიტერ ჰეგარტის (Peter Hegarty) თქმით, ზემოთხსენებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ აყალიბებს მედია ახალგაზრდა ადამიანებში წინასწარგანწყობებსა და არასწორ აღქმას საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიმართ. „თანასწორ საზოგადოებაში ამგვარი დამოკიდებულებები დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ კაცებისთვის განკუთვნილი გლამურული ჟურნალების გაყიდვები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა, სექსიზმი მაინც ძალზე გავრცელებულია სტუდენტურ კამპუსებსა და ინტერნეტ სფეროში“, – დასძენს ჰეგარტი.

    მეორე კვლევაში, 18-დან 50 წლამდე 81 ბრიტანელი კაცები გამოკითხეს. კვლევის თანახმად, ახალგაზრდა კაცები სექსისტურ ხუმრობებს ქალების მიმართ ნაკლებად მტრულ გამოხდომებად აღიქვამენ მაშინ, თუ ამ ხუმრობებს ჟურნალში კითხულობენ.

    მესამე კვლევაში, რომელიც მიზნად სექსისტური განწყობებისა და კაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალების მოხმარებას შორის კორელაციას ადგენდა, მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე 423-მა კაცმა მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი კავშირი მართლაც არსებობს: კაცებში, რომლებიც ამგვარი ჟურნალების სისტემატური მომხმარებლები არიან, სექსისტური განწყობები ორმაგად მაღალია, ვიდრე მათში, ვინც ჟურნალებს არ კითხულობს.

                                                                                                                                  sapari.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი