საქართველოს საგარეო ვალი დიდი სისწრაფითიზრდება. იმის ნაცვლად, რომ ვალის ტვირთიშემსუბუქდეს, მთავრობა მიდგომას არ ცვლის და ახალიფინანსური ვალდებულებების აღებაზე უარს არ ამბობს. როგორც ჩანს, ხელისუფლების პრიორიტეტი არის არაინვესტიციები და მეწარმეობის განვითარება, არამედვალის აღება. შესაბამისად, ქვეყანა "ვალებისეკონომიკის" მოდელს მიუბრუნდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოსმთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრისმდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ის 108.2 პროცენტია; 2016 წლის მეოთხე კვარტალშისაქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალი მთლიანეკონომიკასთან მიმართებაში 44%-ს შეადგენს. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლისმდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის წლიური მშპ-ის 66.1 პროცენტია.
სახეზეა აშკარად ცუდი ტენდენცია, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მთავრობისუპასუხისმგებლობით ხსნიან და ამ აზრს სპეციალისტების უმეტესობაც იზიარებს.
„ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მტკიცებით, საგარეო ვალის მაჩვენებელიშევარდნაძის დროინდელ მონაცემზე მაღალია. ხალხი ელოდება, როდის გამოსწორდებაეკონომიკური მდგომარეობა. შემაშფოთებელია სამთავრობო ვალის მოცულობა. წელს გადავაჭარბეთიმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. 2003 წელს მთლიანად ეკონომიკასთანმიმართებაში სამთავრობო ვალი იყო 43% და 2016 წელს არის 44%, ანუ მომავალ თაობებს, მოქალაქეებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რაც დღეს ბიუჯეტიდან უყაირათოდ იფლანგება", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ექსპერტთა აზრით, საქართველოს საგარეო ვალი 2017 წელსაც მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაცქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით იქნება გამოწვეული. "ახალიეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძისთვის მიუღებელია, რომ ქვეყანა ვალს თუნდაცინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ან სხვა მიზნით იღებდეს. ეს ძალიან ცუდმდგომარეობამდე მიგვიყვანს. როცა ეს ხელისუფლება არ იარსებებს, მათ მიერ აღებულივალდებულებების გასტუმრება სხვებს მოუწევთ.
"ვფიქრობ, ვალის ზრდა კარგი არ არის და ეს მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს. როგორც ჩანს, ახალი ვალდებულებების აღება არ აშინებთ, შესაძლოა იმიტომაც, რომ ვალის გასტუმრებადღევანდელი მთავრობის საქმე ნამდვილად აღარ იქნება. წავა ეს მთავრობაც და მათ მიერ დღესაღებული ვალი რამდენიმე წლის შემდეგ სხვისი გასასტუმრებელი გახდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია.პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ სესხის აღება ქვეყნის სახელით, რადგან იციან, რომ ვალისგასტუმრების უშუალო პასუხისმგებლობა მათ არ აკისრიათ. მესმის, ჯერ კიდევ გვაქვს ლიმიტი, მაგრამარ არის აუცილებელი, ამ ზღვარს მივუახლოვდეთ", - აცხადებს პაატა შეშელიძე.
რაც შეეხება კერძო სექტორის ვალს, იგი ნაკლები საფრხეა, რადგან მას კერძო ბიზნესი იღებსგარკვეული გარანტიებით. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომლის მიღმაც ორჯერ და სამჯერ მეტიქონება და ფასიანი ქაღალდებია.
ანალიტიკოს გიორგი პაპავას მიაჩნია, რომ საგარეო ვალის მოცულობას ჯერჯერობით საგანგაშონიშნულისთვის არ მიუღწევია. რომ ქვეყნისთვის მთავარი ვალის მიზნობრიობაა, თუ რამდენადსწორად იხარჯება სახელმწიფოს მიერ აღებული თანხა, რომლის გასტუმრებაც საბოლოოდშთამომავლობას მოუწევს.
"რაღაც პერიოდში გვქონდა მდგომარეობა, როცა დოლარში გამოხატული საგარეო ვალიმნიშვნელოვნად არ იზრდებოდა. რეალურად სახელმიწფო ამ ვალს, საბოლოოდ, ხალხის მიერგადახდილი გადასახადებით იხდის. ახლა ეს მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია. თუ ეს ტენდენციაგაგრძელდა, დიდი რისკის წინაშე შეიძლება დავდგეთ. სახელმწიფო ცდილობს უფრო მეტი თანხისხარჯვას ბოლო პერიოდში და ეს სახარბიელო ტენდენცია არ გახლავთ. ცალკე საკითხია, რამდენადსწორად იხარჯება ეს ფული. ვალის აღების ტენდენცია უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. რაღაცმომენტში უნდა მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომ ფინანსური ვალდებულებისნაწილობრივ დაფარვა შევძლოთ. ვერ ვეთანხმები აზრს, რომ ვალი არ უნდა ავიღოთ. არის ისეთიპროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც უცხოეთი შეღავათიან სესხს გვაძლევს, განსაკუთრებით - ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. როცა ვალს კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მისიგამართლება სავსებით შესაძლებელია", - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
საგარეო ვალის ზრდას არც ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია იწონებს. მისი აზრით, საქართველოსეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ ზღვარს მიუახლოვდეს.
"ვალის დაბრუნების დრო როცა დადგება, ქვეყნიდან უნდა გავიდეს უცხოური ვალუტაი, რაც ლარსდამატებით აუფასურებს. დარგობრივი ეკონომიკა თუ არ მოძლიერდება და ინვესტიციებისა დაფულადი გზავნილების მოცულობა არ მოიმატებს, ვალების გასტუმრება ძალიან გაგვიჭირდება. ვალისგასტუმრების დინამიკა მომდევნო წლებშიც იმავე დონეზეა და საკმაოდ რთული პერიოდი გველის", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.