ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გოგონა, რომელსაც თვალებიდან ცრემლის ნაცვლად კრისტალები სცვივა (ვიდეო)

    პაკისტანში გოგონა ცხოვრობს, რომელიც თავისი ცრემლების წყალობით, მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. მას დაბადებიდან, უმ ხახვთან პირველ ნაცნობობამდე, არასდროს უტირია: ძალიან მხიარული ბავშვი იყო და არც გარემო, რომელშიც იზრდებოდა, აძლევდა ტირილის მიზეზს. ხოლო ერთხელ, როდესაც დედასთან ერთად სამზარეულოში იყო, დაჭრილი ხახვის გამო, ცრემლი წამოუვიდა და მისი მშობლები გაოცებისგან ადგილზე გაშეშდნენ: გოგონას თვალიდან თხევადი წვეთები კი არა, მყარი, გრანურილებური კრისტალები სცვიოდა. მშობლებს ყურადღების მიქცევის და ბავშვის ირგვლივ, არასასურველი გარემოს შექმნის შეეშინდათ და გადაწყვიტეს, რომ არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.

    მშობლები წლების მანძილზე დუმდნენ. პროფესიით იუვილირმა მამამ, შვილის ცრემლები შეისწავლა და როგორც აღმოჩნდა, ცრემლი საკმაოდ მყარი, ადვილად დასამუშავებელი და სრულიად გამჭვირვალე იყო. ამასთან, მზეზე ალმასზე უფრო ძლიერ ბრწყინავდა... და შვილის ცრემლებით სამკაულების გაკეთება დაიწყო... ბეჭდები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები, ისე იყიდებოდა, როგორც ცხელი ღვეზელი. ხოლო მამა ყველანაირად ცდილობდა, «ნახევრადძვირფასი» ქვის საიდუმლო არავის გაეგო. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ცრემლი ცნობისმოყვარე ადამიანის ხელში არ მოხვდა. ამ უკანასკნელმა კი გაარკვია, რომ «ბრილიანტი», არც თუ ისე დიდი ხნის, ორგანული წარმოშობის კრისტალი იყო.

    ამ ფენომენალური შემთხვევის შესახებ მეცნიერებმა გაიგეს, მაგრამ ვერაფრით გაარკვიეს ცრემლების წარმოქმნის «მექანიზმი».გოგონა ამბობს, რომ მას ცრემლები არ უშლის და მხოლოდ თვალიდან გამოსვლის შემდეგ მყარდება. ის არ ეწებება არც წამწამებს და არც კანს. ტირილით კი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც ახლოს დაჭრილი ხახვია.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი