სააგენტო ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 8 წლის ბავშვი გაიტაცა. შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. ბავშვმა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებები მიიღო.
როგორც ,,პრაიმტაიმს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, მიყენებული აქვს თავის ტრავმა და მსუბუქი დაზიანებები.
,,პრაიმტაიმი” 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.
ძლიერი ქარის გამო ქალაქში ზიანდება ინფრასტრუქტურაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა ბანერები, მოგლიჯა ტოტები.