არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო.
"შერეკილები" ის მხატვრული ფილმია, რომელიც უპირველესად გახსენდება ამ მსახიობის გვარ-სახელის გაგებისას. თუმცა, მანამდე და მას შემდეგაც, მან რუსულ და ქართულ ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. პირველი როლები ფილმებში, ჯერ კიდევ "ვგიკის" სტუდენტმა შეასრულა. ალბათ არ არსებობს მსახიობი ქალი, რომელსაც ტატიანა ლარინას როლის თამაში არ ნდომებოდა, ალექსანდრე პუშკინის ცნობილ ნაწარმოებში - "ევგენი ონეგინი", მას კი ეს პროფესიული ოცნება აუხდა - 21 წლის იყო, მესამე კურსის სტუდენტი, როცა ფილმ-ოპერაში ტატიანას როლზე დაამტკიცეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ როლის გამო დამწყები მსახიობი კიევის საკავშირო კინოფესტივალზე პირველი პრემიით დაჯილდოვდა.

ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი - არიადნა შენგელაია ათ წელიწადზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმსა" და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ცეზარი და კლეოპატრა", "ანა ფრანკის დღიური", "სამი მუშკეტერი" და სხვა.
არიადნა ანა ლიუბიმოვას და ვსევოლოდ შპრინკის ქალიშვილი იყო. ანა რუსი გახლდათ, ხოლო ვსევოლოდი გერმანული წარმოშობის რუსი. ის ხუთ ენას ფლობდა და თავის დროზე, საუკეთესო მთარგმნელად ითვლებოდა. რეპრესიების ეპოქაში, არიადნას მამასაც შეექმნა საფრთხე, ამიტომ მან მოსკოვიდან ტაშკენტში გადასვლა გადაწყვიტა. არიადნა 1937 წელს, ტაშკენტში დაიბადა. ამავე წელს, ოჯახი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ საფრთხე ვერ აიცილეს - ვსევოლოდი გერმანული წარმომავლობის გამო დაიჭირეს და მაგადანში გადაასახლეს. ოჯახთან დაბრუნება მხოლოდ 1955 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო.
არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის ლამაზ სტუდენტს - არიადნა შრინკს საზოგადოება შენგელაიას გვარით გაიცნობს და პირველ ფილმში გამოჩენის შემდეგ, ის რეჟისორების ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს გვარი მსახიობმა თავის პირველ ქმართან, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან გაყრის შემდეგ დაიტოვა. ისინი სტუდენტობისას შეუღლდნენ და ერთად 20 წელზე მეტი იცხოვრეს. თანაცხოვრებისას წყვილს ორი ქალიშვილი, ნატო და ეკატერინე შენგელაიები შეეძინათ.
არიადნა შენგელაია უკანასკნელად 2002 წელს გამოჩნდა ერთ-ერთ უკრაინულ ფილმში. დიდი ხანია, ის სცენაზე არ მდგარა, არც რეჟისორებს დასთანხმებია ფილმებსა თუ სერიალებში გადაღებაზე. დღემდე, რაც კი ამ გამორჩეული გარეგნობის ქალბატონზე დაწერილა ან რომელიმე ტელევიზიით სიუჟეტი მომზადებულა, ყოველთვის მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე ხდება. წლების განმავლობაში, არაერთ ჟურნალისტს უცდია ქალბატონ არიადნასთან საუბარი, თუმცა, უშედეგოდ. ამ მიზეზით, მსახიობის არც შემოქმედებითი ცხოვრება ყოფილა ხშირი საუბრის თემა და არც - პირადი ცხოვრების დეტალები გამხდარა საჯარო. ასეთი იყო მსახიობის სურვილი და დღემდე, თავისი პრინციპების ერთგული რჩება. უარი ინტერვიუებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე იშვიათად გამოჩენა - ეს კარჩაკეტილი ცხოვრების მქონე სტილის მსახიობის განუყოფელი ნაწილია.
დაბოლოს, ქართული და რუსული კინოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობს 13 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა. არიადნა შენგელაიას იუბილეს ვულოცავთ, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ!