ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „რუსთავი 2“-სა და მის ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე რეორგანიზაცია დაიწყო

    ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სა და მის ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე „მარაოსა" და „კომედი არხზე" რეორგანიზაცია დაიწყო.

    „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას განაცხადა, რომ რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვარამია გამორიცხავს რომელიმე არხის მთლიანად დახურვას. მისი თქმით, რეორგანიზაცია კონკრეტული გადაცემების დახურვას გულისხმობს.

    „ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    ნიკა გვარამია არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა დაიხუროს. მისი განცხადებით, ეს დეტალები აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი