„მე ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, ნამდვილად გზავნის თუ არა პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოში წერილებს.
“ნამდვილად არ ვიცი, ეს სანდო წყაროების ინფორმაცია და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვდის ხოლმე ინფორმაციას. ამ საკითხს სერიოზულად რომ შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვახერხებთ, რომ გვქონდეს დიალოგი ერთმანეთთან. კარგი იქნება, რომ მსგავსი დისკუსია და მსგავსი დებატები შედგეს პოლიტიკოსებს შორის, მოხდეს მსჯელობა, მოხდეს კრიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მე ვეპატიჟები. ისინი უნდა ისმენდნენ ჩვენს აზრს, უნდა გვეკამათებოდნენ. ჩვენ ერთმანეთს ბრალი კი არ უნდა დავდოთ, უნდა შევეკამათოთ. საზოგადოება არ არის სხვადასხვა კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები. ასე იყო შარშანაც, როცა მე ვცდილობდი, ამომრჩეველი აქტიური ყოფილიყო არჩევნებზე. მიხარია, რომ დღეს ამის შესაძლებლობა გვეძლევა და გული მწყდება, რომ აქ არ არიან სხვა პოლიტიკოსები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო