ჟურნალისტ ნინო დარასელის თქმით, როდესაც პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთავაზებაზე საუბრობს, ადრე მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.
ამის შესახებ, ნინო დარასელმა ტელეკომპანია “იმედის” “ქრონიკაში” განაცხადა.
“მსგავსი შეთავაზება, რაზეც ახლა საუბრობენ, არ ყოფილა. იყო საუბარი, რომ თქვენ დაასრულეთ მშენებლობები და მერე მოვხსნით ყადაღასო. ჯიბეში ფული არავის ედო. ქონება, რაც “ცენტრ პოინტს” აქვს, უძრავი ქონებაა. შესაბამისად, ეს წინადადება, განხილულიც კი არ იყო, რადგან შეუძლებელი იყო, არარსებული ქონებით მშენებლობების დასრულება”, – განაცხადა დარასელმა.
მისი თქმით, დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია.
“ქონება არსებობს იმაზე მეტი, ვიდრე მშენებლობების დასრულებას სჭირდება. ის ციფრი, რომელსაც ასახელებენ – 6 200 დაზარალებული, ითვლება იქიდან, “ცენტ პოინტის” მშნებლობები როცა დაიწყო სულ თავიდან. სინამდვილეში, დაზარალებული არის 2000-მდე. მათი დაკმაყოფიელბის რესურსი “ცენტრ პოინტს” გააჩნია”, – განაცხადა დარასელმა.