"ნეტავ, რასაც ვისმენ, მართლა ბატონი კობახიძის აზრებია, თუ მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობს? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ, მაშინაც ასე ფიქრობდა, რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები.
"არც კი ვიცი, რომელი სჯობს, მისი ინდივიდუალური აზრები იყოს (რაც ცუდი იქნება, მაინც პარლამენტის თავმჯდომარეა) თუ მესიჯ-ბოქსი (რაც კოლექტიური სახელისუფლებო პოზიცია იქნებოდა)" - წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.