ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„იმათ საყურადღებოდ, ვისაც მიშა უკრაინოლოგის ან სხვა „ექაუნთის" უკან მე მოვუაზრებივარ:
1.თუ ვთვლი რომ ვინმეს უნდა შევუტიო, „ექაუნთებს" არ ვქმნი, არც ზურგიდან ვეპარები, პირდაპირ დავაჯახებ სიტყვასაც და მუშტსაც.
2. ძალიან არ მაინტერესებს „ფეისბუკის" დრამები, როცა მინდა მაშინ ვწერ კომენტარს, ვისაც მინდა იმას ვიტოვებ მეგობრებში, ვინც არ მინდა, ვბლოკავ.
3. თუ ვინმეს უნდა ჩემგან სუპერგმირის ან სუპერაგენტის, სუპერკეთილის ან სუპერბოროტის იმიჯის შექმნა იმისთვის რომ საკუთარი კომპლექსები და შიზოფრენული შიმშილი დაიკმაყოფილოს, მე ვერ დავუშლი, ეგდოს და იჭრიალოს. თუ არ იჭრიალებს, ეგეც მაგრა მეგობელენება", - წერს უძილაური.