ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გელა ზედელაშვლი: ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად!

    Related image

    „რადიოში გადაცემები მიმყავდა. სიუჟეტებსაც ვაკეთებდი. 1991-91 წლების ყველა დიდმა უბედურებამ ჩემს თვალწინ გაიარა. იქ ვიყავი და საკუთრი თვალით ვუყურებდი ყველაფერს. სულ ზეპირად ვიცი, როგორ გააგდეს ზვიად გამსახურდია. ტელევიზიის კიბეებზე რომ მოღალატეები დასხდნენ - აი, ის ვითომ ნაღები საზოგადოება. სინამდვილეში შავი ნაღები საზოგადოება. ვინც შევარდნაძეს უჭერდა მხარს, ყველა იქ იჯდა. ზვიად  გამსახურდია დიდქტატორიაო და 7 თვე არ აცალეს. სინამდვილეში ჰუმანისტი იყო. ესენი კიდევ, ვითომ ევროპულს აწვებოდნენ - შევარდნაძე გვიშველისო... კარგად მახსოვს, ტელევიზიით გვაუწყეს - ზვიად გამსახურდია ქვეყნიდანაა გაძევებული და სამშობლო თავისუფალიაო", -იხსენებს ჟურნალსიტი გელა ზედელაშვილი.

    „სხვათა შორის, დღესაც იგივე ხდება. ჩემთვის ძალიან ნაცნობი სურათებია. ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა, ჩემი თანამშრომლები სცენარებს წერდნენ, ფილმების გადასაღებად ემზადებოდნენ... მაგრამ როგორც კი შეტრიალდა სიტუცია, დაწვეს ყველა მასალა და მერე უკვე შევარდაძეზე დაიწყეს მასალების შეგროვება. მუდამ მლიქვნელობის ზეიმი იყო და არის ჩვენს ქვეყანაში, სულ ამ წრეზე დავდიოდით და დავდივართ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ ის ხალხი ვართ, ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული ერთმანეთს რომ ვხოცავთ.

    ერთ დროს ასლან აბაშიძე იყო ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მასზე ამბობდნენ, რომ ის იყო მომავალი პრეზიდენტი, შევარდნაძე გადადგებოდა და ის მოვიდოდა. მაშინ ასლან აბაშიძე ინახავდა ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილს, რომელსაც ინახავს დღეს ბიძინა ივანიშვილი. გამოუცა წიგნები, დაუდგა სპექტაკლები და ა.შ. მერე რაც მოხდა, ვიცით... მარტო დარჩა ასლან აბაშიძე. ვინმეს ახსოვს? ღმერთმა ნუ ქნას, ფეხი წაუცდეს ბიძინა ივანიშვილს... ვინმეს გაახსენდება? მეეჭვება..."

    ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი