გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინეგამსახურდია აცხადებს, რომ აუცილებლად უნდაშეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი.
ჟურნალისტის თქმით, ექსპერტები ამბობენ, რომ მესამეპოლიტიკური ცენტრის შეიქმნა გარდაუვალია. რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტიმარგველაშვილი გახდეს მესამე პოლიტიკური ძალისშექმნის ინიციატორი?
„მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, მაგრამ არ მგონია, რომპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გარშემო შეიქმნას ეს ცენტრი. ფაქტია და ვხედავთ, რომპრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო ხდება ერთგვარი თავმოყრა არასამთავრობოების, პოლიტიკური ძალების და ა.შ. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგმარგველაშვილი დიდი პოლიტიკური პროცესების აქტორი გახდეს. მესამე პოლიტიკური ცენტრიაუცილებლად უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს ცენტრი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რომელიმეპოლიტიკური ძალის კოპირება. ის აუცილებლად უნდა იყოს დიალექტიკურ დაპირისპირებაში ორივეარსებულ ძალასთან, ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებასა და მოქმედ ხელისუფლებას. ასევე, არც ერთ შემთხვევაში ის არ უნდა იყოს მართული რომელიმე გარეშე ძალიდან“, - ამბობს გამსახურდია.