ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

      

    მაია ასათიანი: – „ძველი პროფილი აღარ იარსებებს“

    გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მაია ასათიანთან, რომელიც ორშაბათს „პრაიმ ტაიმში“ დაიბეჭდა.
    – როგორი იქნება „პროფილის“ ახალი სეზონი, რას ჰპირდები შენ მაყურებელს?
    – ძველი „პროფილი“ აღარ იარსებებს. ამ სეზონზე ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელსაც ძველთან არაფერი საერთო არ ექნება გარდა სახელისა. ფორმატიც კი იცვლება, იცვლება თემატიკა. იქნება სუპერაქტუალური, ძალიან რეზონანსული და საჭირო. ამ სეზონზე ჩვენ არ გვეყოლებიან სტუმრად შოუბიზნესის ვარსკვლავები.
    – სოციალურ თემებზე გადადიხართ?
    – ყველაფერს არ ვიტყვი. ვფიქრობ, რომ ასეთი გადაცემის გაკეთება ახლა ძალიან საჭიროა. ქვეყანაშიისეთი პროცესები ხდება, ადამიანი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ასეთ დროს არ უნდა გაჩუმდეს.
    – პოლიტიკურ თოქშოუს ხომ არ აკეთებ?
    – პროფილი აღარ იქნება ვარსკვლავური და ყვითელი. ჩვენ გვაქვს არხი, „მარაო“, სადაც დიდი ასპარეზია იმისთვის, რომ შოუბიზნესურ ამბებზე და სიყვითლეზე ვისაუბროთ.
    – არ ფიქრობ, რომ თემატიკის შეცვლა გადაცემის რეიტინგზე იმოქმედებს?
    – რვა წლის განმავლობაში „პროფილი“ იყო და არის ყველაზე რეიტინგული არაპოლიტიკური ქართული თოქშოუ. არ მეშინია. ვთვლი, რომ განახლება აუცილებელია. ახლა საქართველოში არ არის ის სიტუაცია, როცა უნდა იფიქრო მხოლოდ რეიტინგზე და მხოლოდ სიყვითლეზე.
    ნინო მჭედლიშვილი
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი