ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    კახა კალაძე: დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ „ნაციონალების“ პროპაგანდისტულ გიპნოზს?!.

    Image result for კახა კალაძე ნაციონალები
    „რუსთავი 2" ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით! და რა? - როდის ქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდისმე ქონიათ მუშაობაში ბარიერები? ", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს ენრგეტიკის მინისტრ კახა კალაძე fbკონტაქტის დროს „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.  კალაძე ასევე აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2"- ს არავითარი შეზღუდვა არ ქონია და არ ექნება  არასდროს!

    „ისმის ძალიან მარტივი კითხვა- თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისფულება, თითოეული ჩენგანი, მეც  ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე როგორც სხვა არხებთან. რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა? თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ „რუსთავი 2"- ს არავითარი შეზღუდვა არ ქონია და არ ექნება  არასდროს!

    კარგი იქნება თუ გაიხსენებენ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამგეგმავი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს ხელისუფლებაში ყოფნისას სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, „ნაციონალებმა" რა იკადრეს, ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად გადაცემების ბოიკოტირებიდან დაწყებული ტელეკომპანიების დახურვით და დარბევით დამთავრებული.... და ახლა როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელი ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელია ვინმესთვის?

    დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და  გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ „ნაციონალების" პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? რისგან, ვისგან? ერთმა „ნაციონალების" დროს მფლობელმა მეორე „ნაციონალების" დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა - ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა? სირცხვილია როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში.

    კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება , ვისაც თავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები. ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებიტაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოებს წარმომადგენლები...", - აღნიშნა კალაძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი