ცოტა ხნის წინ Youtube-ზე დაიდო ვიდეო, რომელიც კუნძულ იბიცაზე ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა მამა სერაფიმეს საგალობელი, რომელიც კლუბურ სტილშია გარემიქსებული. ამის შესახებ თავად მამა სერაფიმემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ისაუბრა: "ეს სინამდვილეში ჩემთვის მიუღებელია. ეს ხომ მათ აიღეს იუთუბიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდნენ რას ვგალობ, მაგრამ როცა ხედავ ადამიანი არის შემოსილი სასულიერო პირის შესამოსელში, აქ პატარა მოწიწება უნდა იყოს. რა თქმა უნდა არ არის ლამაზი, ესეთი რაღაც რომ მოხდა".
წყარო