ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ,,გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე, დათო მიქაბერიძე, სოსო წერეთელი - გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას"

    პოეტი გიორგი საჯაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო სტტუსს აქვეყნებს, სადაც, ე. წ. „თვითმფრინავის ბიჭების საქმეს“ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში მოიხსენიებს:


    ,,გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე, დათო მიქაბერიძე, სოსო წერეთელი - გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას. დღეს თქვენ უვიზოდ გაფრინდებოდით." - წერს საჯაია. 


    შეგახსენებთ, რომ 1983 წლის 18-19 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ  თვითმფრინავის გატაცება სცადა. მათ შორის 6 მამაკაცი და 1 ქალი იყო.

    აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი 6833 თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო. თბილისის აეროპორტში შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა, მათი მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო, ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თუქრეთში გატაცებას გეგმავდნენ.

    გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცნაზის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა. ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი ჰქონდა, საბჭოთა ავიაციამ 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი ნახა.მთლიანობაში თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა. სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი