ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „მიხეილ სააკაშვილი შეშლილი პიროვნებაა... მისი პრეზიდენტობის დროს ხალხს აწამებდნენ და კლავდნენ“ - გიორგი დემეტრაძე

    «Чемпионат» (რუსეთი), 31 მარტი, 2017 წელი

    ინტერვიუში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავის სპორტულ ცხოვრებაზე საუბრობს, სპორტულ კარიერაზე და მიღწეულ წარმატებებზე. იგი რუსული გამოცემის „ჩემპიონატის“ კორესპონდენტ დიმიტრი ეგოროვთან იმ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა. რუსი სპორტული ჟურნალისტი გიორგი დემეტრაძეს თბილისის ერთ-ერთ პატარა კაფეში შეხვდა და ესაუბრა.

    გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

    „გიორგი დემეტრაძე უკვე 40 წელზე მეტი ასაკისაა და მიუხედავად იმისა, რომ მან ქართულ საპყრობილეში ორწელიწადნახევარი გაატარა, მაინც ახალგაზრდულად გამოიყურება. „ის დრო არასოდეს დამავიწყდება, - ამბობს იგი, - საშინელება იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ დრო უშედეგოდ დაიკარგა, არამედ იმიტომაც, რომ იქ ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ...“.

    - თქვენ უკვე ოთხი წელია, რაც ციხიდან გათავისუფლდით, ახლა რას აკეთებთ?

    - ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერად ვმუშაობ. რასაც მავალებენ, იმას ვაკეთებ...- გიორგი დემეტრაძეს რუსულად ლაპარაკი ცოტა უჭირს და სიტყვებს იხსენებს. ბოლო დროს იგი რუსულად ხშირად ვეღარ საუბრობს... - დაპატიმრების წინ საუკეთესო ფორმაში ვიყავი, კვიპროსზე მელოდებოდნენ.

    - და როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება?

    - ერთ ადგილზე ვიყავი და უეცრად ათამდე ადამიანი დამესია. არაფერს მეუბნებოდნენ, არც ბარალდება არ წაუყენებიათ. უბრალოდ, ცემა დამიწყეს. წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ უარესი მიქნეს, სახეში მირტყამდნენ, წიხლებს მცემდნენ, სულ სისხლი მადინეს.. ასე მუშაობდა ცვენი პოლიცია.

    - თქვენ გაგასამართლეს „ქურდული ტრადიციის“ მუხლით. რას ნიშნავს ეს?

    - სხვათა შორის, მოსამართლეც ამას მეუბნებოდა. „გოგონა, მე ბავშვობიდან, ექვსი წლის ასაკიდან ფეხბურთს ვთამაშობ, რა ქურდულ ტრადიციებზე მეკითხები-მეთქი“, - ვპასუხობდი. მას კი სულაც არ ადარდებადა. საქმეებს სვიტერივით ქსოვდნენ და კერავდნენ.

    - გამოაცხადეს, რომ თქვენ დანაშაულის ჩადენის ადგილზე დაგაკავეს - ვითომდა კოლექტორი იყავით და კლიენტ-ბუკმეკერებისთვის ადამიანებს ფულს ართმევდით...

    - თქვეს, რომ მე ქურდული „ობშიაკისათვის“ დოლარების დასტა მიმქონდა, მაგრამ მათზე ჩემი ხელის ანაბეჭდი არ ყოფილა.

    - და სად მიგქონდათ, ის არ უთქვამთ?

    - ვერც იტყოდნენ, მე ხომ ფული ჩამიდეს... მოსამართლესაც ვუთხარი: „აბა, შეხედეთ ჩემს ჯიბეებს, განა ამდენი ფული ჩამეტეოდა? იგი მპასუხობს, „ხელით მიგქონდაო“, ხელში კი არაფერი მეჭირა... მათ სურდათ, რომ ერთ-ერთი გვარი დამესახელებინა, ჩვენება უკვე მზად ჰქონდათ. მაგრამ მე 30 წელი პატიოსნად ვიცხოვრე და „ჩამშვებად“ ვერ გამოვდგებოდი...

    - ზეწოლას თუ ახდენდნენ?

    - ვერ ვიტყვი, რომ მაწამებდნენ და მცემდნენ. ციხეში პატივისცემით მეპყრობოდნენ. უკვირდათ და მეკითხებოდნენ - „აქ რატომ და როგორ მოხვდიო“. მე ასე თუ ისე მაინც ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სხვებს სცემდნენ ხოლმე, სისხლს ადენდნენ. ხშირად შევსწრებივარ. საქართველო წამების ტერიტორია იყო, ადამიანებს ულმობლად ექცეოდნენ, არ ინდობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ უმჯობესია მე მცემონ, ვიდრე სხვის ცემას ვუყურო-მეთქი.

    - თქვენ მაშინ კახა კალაძე ძალიან გეხმარეობოდათ...

    - ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც ვმეგობრობთ. იგი მაშინ პოლიტიკოსი გახდა და მიშას ოპოზიციაში ჩაუდგა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაპატიმრებით მიშა კახაზე ზემოქმედების მოხდენას შეეცადა. მთავრობაში მიხვდნენ, რომ ეს ფანდი არ გაუვიდოდათ და ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტისაგან შეწყალების წინადადება მოვიდა, მაგრამ უარი ვთქვი. ექვსი წელი პატიმრობა მომისაჯეს, კამერიდან კამერაში გადავყავდი, ვიყავი იქაც, სადაც სამუდამო პატიმრები სხედან. მაგრამ შემდეგ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა  შემიმცირა პატიმრობის ვადა... მოკლედ, საშინელი დრო იყო.

    - როგორ დამოკიდებულება გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან?

    - იგი შეშლილი და ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო ერთ დიდ საპყრობილედ გადააქცია, ადამიანებს უკანონოდ და უსამართლოდ იჭერდნენ... ყველაზე მეტი პატიმარი, ევროპის მასშტაბით, სწორედ საქართველოში იყო. უბრალოდ, მიშას შეხედეთ: როგორ ლაპარაკობს და ყვირის, როგორ ჭამს, როგორ დადის... იმედი მაქვს, ახლა უკრაინაში მას კარგ ექიმს მოუნახავენ. საქართველოში ჩამოსვლა არ შეუძლია, რადგან მას დაუსწრებლად გაასამართლეს. სხვათა შორის, ვერ გავიგე, თუ რატომ აჭიანურებს უკრაინა მის გადმოცემას...

    - სამაგიეროდ საქართველომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმი მიიღო...

    - კი, ახლა სიტუაცია გაუმჯობესებულია, არავის უსამართლოდ არ იჭერენს, ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ. მიშასთვის რომ ეცდიათ, არანაირი ევროპა და უვიზო რეჟიმი არ გვექნებოდა, რუსეთთან კი ურთიერთობა საერთოდ დასრულდებოდა. არ გვინდა ომები და საპყრობილეები, ხალხს მშვიდი ცხოვრება სურს, ფეხბურთის ყურება უნდა.

    - თქვენ გაასაჩივრეთ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

    - დიახ, საქმე დამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. ველოდები, იქნებ როგორმე ჩემი საქმეც გადასინჯონ... თუმცა მე უიმისოდაც კარგად ვარ, მალე ბავშვი შემეძინება, სამსახური საინტერესოა, მეგობრების წრეში ვარ, რუსეთიდანაც ხშირად ჩამოდიან“.


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი