ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

      

    ლონდონის ტერაქტის დროს მუსლიმი ქალის რეაქციას ფოტოს ავტორი ხსნის


    22 მარტს ლონდონში, ვესტმინიტერში ტერაქტი მოხდა, რომლის ავტორიც ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდი გახლავთ, რომლის ნამდვილი სახელიც ადრიან ელმსია.

    მასუდი ავტომობილით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე შევარდა, მომხდარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამართალდამცავი, რომელიც თავდამსხმელმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა. თავად ადრიან ელმსი სამართალდამცავებმა მოკლეს.
    22 მარტს ვესტმინისტერის ხიდზე დატრიალებული ტრაგედია არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა, საზოგადოების აღშფოთება კი ერთმა ფოტომ გამოიწვია, კადრი, სადაც ხიდზე შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანის დახმარებას სამედიცინო პერსონალი და საზოგადოების წევრები ცდილობენ, ჰიჯაბით თავდაბურული ქალს კი თავზე ხელი აქვს აფარებული, ტელეფონში იყურება და გვერდს უვლის აღნიშნულ სცენას.
    ამ ფოტომ მისი მისამართით დიდი აგრესია გამოიწვია. ფოტოს ავტორი კი ყოველივეს განმარტავს. ჯემი ლორმანის თქმით, მუსლიმი ქალბატონი მომხდარის შედეგად შოკირებული იყო.
    „მუხლებზე ვიდექი და პარლამენტის შენობას ვუღებდი ფოტოებს, როდესაც შევამჩნიე, რომ ხიდზე რაღაც ხდებოდა, მივხვდი, რომ ხიდიდან გადავარდნილი ადამიანი ამოიყვანეს მდინარიდან, ეს ის ქალბატონი იყო, რომელიც თავდასხმის დროს ვესმინისტერის ხიდიდან ტემზაში გადავარდა. ხიდზე მრავალი დაშავებული იყო, ადამიანები მიმოდიოდნენ, ეს მუსლიმი ქალბატონიც ერთ-ერთი მათგანია, იგი შეძრული და შოკირებული იყო საშინელი სანახაობით, ამიტომ ჰქონდა ასეთი გამომეტყველება და ეს რეაქცია“, - აღნიშნავს ფოტოგრაფი.
    www.newposts.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი