ჩემი დასკვნით, ბათუმში წუხელ იყო ქოცების ძველი და ახალი ელიტების დაპირისპირება. მათგან არაკონტროლირებადი საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ სუსმა აცირკულირა "თათრები" და დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა პროცესები. ამის შემდეგ, მოვლენები გაექცათ ხელიდან და პოლიციამ და სპეცრაზმმაც იმუშავეს არაადეკვატურად და სუსტად. პოსტფაქტუმ, სცადეს ტრადიციულად ისრების გადაწევა ნაცებისკენ (მათმა წუხანდელმა საკმაოდ უმწიფარმა ქცევამ და ნარატივმა ამისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა) და უსუსტესი სპეცოპერაციის შეფუთვა "კაცთმოყვარეობით". ps რ2საც უკირკიტეს, მაგრამ აქ საერთოდ არ ჩაუვიდათ ფეხი. პრაქტიკულად იდეალურად ვიმუშავეთ და იმიტომ.
ნიკა გვარამია
წყარო