გაზეთ "ქრონიკა პლიუსი"-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, უფროსი შვილი, დავით ხარშილაძე დააკავეს.
ამის შესახებ ელისო კილაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელით შეატყობინა. მისი თქმით, ის შვილს 2 საათის განმავლობაში ვერ პოულობდა.
ცნობილი გახდა, რომ დავით ხარშილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.
წყარო: marshalpress.ge