ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    საპასუხო ბრიფინგი „ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში


    საპასუხო ბრიფინგი „ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში
    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერის ელგუჯა ბაგრატიონის დღევანდელ ბრიფინგს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი გამოეხმაურა:
    „მოგესალმებით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ რამდენიმე წუთის წინ გაჟღერებულ ბრალდებას, სადაც ისინი ამბობენ, რომ ზურაბ პატარაძე ქალაქში შემოვიდა 2 საათზე და მანამდე იმალებოდა, არ ჩნდებოდა. ეს მათი მორიგი სპექტაკლი და სიცრუის ტირაჟირება, სამარცხვინო განცხადებაა. ისინი დღეგამოშვებით უკვე დღეში ორჯერ იტყუებიან. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ატყუებენ და რა სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. სიტყვები რომ მხოლოდ სიტყვები არ იყოს, ჩვენ წარმოგიდგენთ მტკიცებულებას იმისა, თუ როდის ჩამოვიდა ბატონი ზურაბ პატარაძე, რაც დაადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მატყუარა, არის სამარცხვინო და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რა ეჭვიც გვქონდა ჩვენ გამართლდა და ეს აქცია მათი ორგანიზებულია. სამი დღეა ისინი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებენ. ეს არის სამარცხვინო პარტია, ყველა უნდა გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას."

    როდის ჩამოვიდა ბატონი ზურაბ პატარაძე: მე მაქვს ხელთ ბატონი ზურაბ პატარაძის ბილეთი, ის საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩამოვიდა 04:55-ზე, დილის 5 საათზე. შემდეგ უკვე დილის 5 საათზე ჩარტერული რეისით თბილისიდან ჩამოფრინდა ბათუმში და 7-ის 15 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ჩვენ უკვე ვმართავდით იქ შეხვედრას. „ნაციონალური მოძრაობა" დღეს აჟღერებდა, რომ ის საქართველოში ღამის 2 საათზე ჩამოვიდა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნაციონალები სამარცხვინოდ ტყუიან და ქართული საზოგადოება სამარცხვინოდ შეჰყავთ შეცდომაში. მინდა მოვუწოდო მათ მხარდამჭერებს, გაემიჯნონ ამ სამარცხვინო პარტიას, რომელსაც დღეს კიდევ ერთხელ ვამხელთ. ისინი 9 წლის მანძილზე სპექტაკლებს დგამდნენ, ზურაბ პატარაძე ჩამოვიდა თბილისში 04:55-ზე. შეუძლიათ გამოითხოვონ საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ისინი ცრუობენ."


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი