ჟურნალისტი თიკო სადუნიშვილი სოციალურ ქსელში თამამ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ტელეწამყვანმა მისი პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესის შესახებ, კარგად იცის და თავადაც არ აკლებს ხალხს საჭორაო თემებს.
ცოტა ხნის წინ, მან ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით “იდეალური მეორე ნახევარი ვიპოვე“. ვიდეო სარკეთან არის გადაღებული, სადაც თიკო თავის ანარეკლს კოცნის და იდეალურ მეორე ნახევარს ხუმრობით, საკუთარ თავს უწოდებს.