„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას ხელს, ნაცმოძის ვა-ბანკი შეუწყობს. მათ ხომ სტრასბურგის სასამართლოს მიწერეს, თუ აღსრულებას არ შეაჩერებთ: თბილისის ქუჩებში ქაოსი ატყდებაო და მსგავსი არგუმენტები. მორიგე მოსამართლემაც უფრო ვერ გარისკა, ვიდრე გარისკა! სტრასბურგში ცრემლით დასველებულ, გაგზავნილ ეპისტოლეზე, ციცერონის გამონათქვამი გამახსენდა : Epistola non erubescit (წერილი არ წითლდება).
სოც-ქსელში ევროსკეპტიკოსებიც ძალიან გააქტიურდნენ... ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც „ნაცმოძის" არგუმენტებს იზიარებს: თქვენი „საუკეთესო და მოსაწონი ვერსიით", რა უნდა ექნა ხელისუფლებას? დაერეკა მოსამართლეებისთვის და „რუსთავი-2" ნაცებს დაუტოვეო თუ ხალვაში დაებარებინა - სარჩელი გამოიტანეო?! ეგებ მიპასუხოთ: ისეთი ტერორი და ზეწოლა-ქვედა დინებებია ქვეყანაში, ცხრავე მოსამართლეს ჩამოუარეთ და შეაშინეთ ან ყველანი ერთად მოისყიდეთო. მაშინ ეს (მორიგი) უტიფარი პასუხია და რამდენი კაცი დაიჯერებს, ერთად დავთვალოთ. ოღონდ არა „რუსთავი2"-ის კალკულაციით..." - წერს ოთარ ჩრდილელი.