ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვინ აგდებდა შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოს ფანჯრიდან? – მეუფე პეტრე სკანდალური დეტალებით

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარს მამა ტარიელ ფირცხალაიაშვილს  პასუხობს, რომელმაც მეუფეს ,,ნაციონალური მოძრაობის” სიამის კატა უწოდა.
    მეუფე პეტრე ცაავას თქმით, მამა ტარიელი მისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს.
    მამა ლევან ფირცხალაიშვილის მოძღვრება თუნდაც ამ განცხადებისა და მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე სამარცხვინოა. ის იყო პატრიარქის მდივანი, მე მორჩილი საპატრიარქოში, როცა ადამიანი მივიდა და ღია ფანჯრიდან ცდილობდა შორენა თეთრუაშვილის გადაგდებას, გაიხსენოს რა იყო ამის მიზეზი. მისმა სიტყვებმა და მისმა საქციელმა ამხილოს თვითონ და მეტს არ გავაგრძელებ”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
    მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ საპატრიარქოს მასში ყოველთვის მტრის ხატს ხედავდნენ.
    საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი მამა ლევან ფირცხალაიშვილი მეუფე პეტრე ცაავას აკრიტიკებს.
    როგორც მამა ლევან ფირცხალაიშვილმა ,,პრიორიტეტის” ეთერში განაცხადა მამა პეტრე ცაავა პატრიარქს იუდას ამბორით ეამბორება დ წმინდა სინოდს შეურაცხყოფას აყენებს. მამა ლევანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას პეტრე ცაავასთან კამათიც მოუვიდა.
    ,,ტელევიზიაში გამოჩნდა მეუფე პეტრე, რომელიც ისე ლაპარაკობს თითქოს სანამ მამა გიორგის დაიჭერდნენ, მანამდე იცოდა ყველაფერი და მერე დანარჩენი ტექსტი მისი სალაპარაკოა. აუგად მოიხსენიებს სინოდის წევრებს და თვითონ პატრიარქსაც იუდას ამბორით ეამბორება. ეს პატრიარქის და წმინდა სინოდის შეურაცხყოფაა.
    მე მქონდა მასთან კამათი და მე ვუთხარი: ,,შენ იუდა ისკარიოტელის პოზიციაზე ხარ-მეთქი”. ამას დიდი შეშფოთება მოჰყვა. კაცი, რომელიც ეკლესიას ამხელს და მთელი ცხოვრებს მანძილზე იყო სააკაშვილის სიამის კატა იყო, ის პატივსაცემ სასულიერო პირებზე ოქროს თევზს ამბობს. ამ მოვლენით კი ისე გახარებულია და ისე გრძნობს თავს, როგორც წყალში ოქროს თევზი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი