გადაცემა „არჩევანი", გადაცემა „პოსტ კრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ბოდიშის მოხდით დაიწყო:"ვიდრე სტუმრებთან საუბარს დავიწყებდეთ, ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. კვირას, პოსტკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყოსამშენებლო კომპანიებზე, რომელსაც დავით ნარმანიასძმა, ირაკლი ნარმანია უწევდა იურიდიულ მომსახურებას.ჩვენი სიუჟეტი 3 კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან, 2-ის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა. მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანიაჰქვია, ოღონდ, აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პიროვნებაადა არანაირი კავშირი არ აქვს დავით ნარმანიასთან.ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმასახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიისიდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია, თუმცა, მე არვცდილობ ახლა შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რა თქმა უნდა, უფრო ღრმადგადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.ჩვენიმიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდა უნებურად გამოგვივიდა, ამიტომ, მე პოსტ კრიპტუმის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტ ირაკლინარმანიას, ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავითნარმანიასაც მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. კიდევ ერთხელვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთკომპანიას. დანარჩენი 2 კომპანიის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო, იქ ნამდვილად მერისძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირებისნიშნები." - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ სიუჟეტის ავტორის აკაკი გოგიჩაიშვილის განმარტებით, მათ ეს ინფორმაცია თბილისის საკრებულოს წევრისგან, ალეკო ელისაშვილისგან მოისმინეს და აღარ გადაამოწმეს. თავის მხრივ, ელისაშვილიც აცხადებს, რომ მას ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა.