ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნიკა გვარამია: დღეს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალვაში ჩამოათრია

    ნიკა გვარამია: დღეს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალვაში  ჩამოათრია

    "დღეს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალვაში ჩამოათრია და მის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდება,-ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქიბარ ხალვაშს "ივანიშვილის მონა" უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალ სიტყვას ვერავინ წაართმევს. 

    "დღეს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალვაში  ჩამოათრია. ის უკვე აქ იმყოფება და მის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდება. მინდა მას ვუთხრა, ყველა დროის იუდას, არცერთ შემთხბევაში, ქიბარ ხალვაშო შენ, საქართველოს თავისუფალ სიტყვას, მის ევრინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ არავინ გაგაჩერებინებს, არცერთ შემთხვევაში.
    "რუსთავი2" აქამდე მოიტანეთ თქვენ, თითოეულმა ჩვენგანმა, ყველა საქართველოს მოქალაქემ, არა მხოლოდ "რუსთავი2"-ის მაყურებლებმა. ყველა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა იყოს პოლიფონია, როგორც ქართულ ხალხულ სიმღერაში, უნდა ისმოდეს სხვადასხვანაირი ხმა. ერთსახოვნება დამღუპველია და ამისკენ მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. "რუსთავი2" კვლავ თქვენს გვერდითაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ შეგინარჩუნოთ თავისუფალი სიტყვა და თქვენს შვილებს შევუნარჩუნოთ მომავალი",-განაცხადა გვარამიამ.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი