გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ჟურნალისტ დიმა ობოლაძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დატოვებას ეხებოდა. სპორტულიჟურნალისტი და კომენტატორი აღნიშნულ ტელევიზიაში 21 წელი მუშაობდა.
ობოლაძე აღიარებს, რომ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთიუმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან მშვენიერიურთიერთობა აქვს და ნიკა გვარამია მის ამგადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.
"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე. ნიკა გვარამიასთან მშვენიერიურთიერთობა მაქვს. ვაფასებ იმ თვისებებს, რომელიც მას გაჩნია და პირიქით, მასთან არანაირიუთანხმოება, შელაპარაკება ან მსგავსი რამ არასდროს არ მქონია, არავისთან აბსოლუტურად. ბატონინიკა ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. ვისაუბრეთ ამაზე, როგორც ნორმალური ადამიანისაუბრობს და შევთანხმდით. ერთი არხიდან მეორეზე გადავიდე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. შემოთავაზება იყო "იმედიდან", რომელიც მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. ჩავთვალე 21 წელი ერთადგილზე მუშაობა საკმარისია და ამიტომ გადავედი. არავითარი პოლიტიკური ქვეტექტსი ამას არაქვს. არხს სჭირდებოდა სპორტი საკმაოდ დიდი დოზით და მე მთხოვეს, მიმეხედა ამ საქმისთვის. ჩათვალეს, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მეც მივდივარ ჯერჯერობით სპორტის ახალი ამბებისგასაკეთებელად," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დიმიტრი ობოლაძე.
თავად ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ არხისთვის ობოლაძე დიდი დანაკლისი არ იქნება. მისითქმით, ხელფასის მომატებაზე ობოლაძე ყოველ წელს ვაჭრობდა, წელს კი გადაწყვიტეს, რომ იგიამდენი არ ღირს და, შესაბამისად, მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მეწყინა მისი გადასვლა, მაგრამ არ მგონია, არხმა ამით დიდი დანაკლისი განიცადოს. სხვებთან კიარა უკვე თვებია, ჩემთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს არ შედგა. დიმიტრი ობოლაძესყოველ წელს ჰქონდა პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე, წელს ეს პრეტენზია არ დავუკმაყოფილეთ, შესაბამისად, "იმედში" წავიდა. ტელეკომპანია "იმედს" ყოველთვის აქვს "რუსთავი 2"-ისთანამშრომლების გადაბირების მცდელობა, უბრალოდ, ეს არ გამოსდის. ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და ყოველ წელს ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასისმომატებაზე. წელს გადავწყვიტეთ, რომ იგი ამდენი არ ღირს და წავიდა იქ, სადაც ბევრს უხდიან," - უთხრა "რეზონანსს" ნიკა გვარამიამ.