ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები...“ - გივი თარგამაძე ელისო კილაძეზე

    „ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

    „ჰო, შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები... იური ლუცენკოს ძალზე დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ამის მიუხედავად, ვიცი რა რუსულ-სუსური წვდომა ჩვენს საერთაშორისო საუბრებსა და მიმოწერაზე, ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის გათავისუფლებაზე მთელი ჩვენი მიმოწერა თავად გავასაჯაროე, რამე კუდი რომ არ გამოებათ. სრულებით არ ვთვლი, რომ სააკაშვილთან ჩემი ერთობლივი მოღვაწეობა კომპრომატებს შეიცავს, ამდენად, გადასაცემი არაფერი მაქვს, გაიხმეთ ჩიტები. მესმის, ადამიანი გასაჭირშია, მაგრამ არ მგონია, რომ გამოსავალი „უკრაინულ ვიკილიქის" დამსგავსებაში უნდა ეძებოს. შაბათიო... კვიპროსი... რუსების ძებნა რა ვთქვი, მეექვსე წელი ლიტვის გარდა, ვერსად რომ ვერ დავდივარ, თორემ ეწვეოდა ერთ შაბათსაც კაცი კვიპროსს... ძველ მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინოზე ძველ ამბებს გაიხსენებდა... ზღვაში ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივზე მოფარფატე ჩიტს გახედავდა და ჩუმად წაიბუტბუტებდა - ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო..." - წერს გივი თარგამაძე. 


    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი