ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ კუნძულის მცხოვრებლებს უნიკალური დნმ აღმოაჩნდათ, როგორიც არსად არ არის პლანეტაზე!

    მეცნიერები მრავალი წელი მუშაობდნენ, სანამ გაარკვევდნენ, რომ თანამედროვე კაცობრიობა უძველესი ადამიანის ორ ტიპთან არის დაკავშირებული: ნეანდერტალელებთან და დენისოველებთან. ახლა კი აღმოჩნდა, რომ მელანეზიაში ცხოვრობს ტომი, რომელსაც სრულიად სხვა დნმ აქვს. 

    მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტიპი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა, ავსტრალიასთან ახლოს. მეცნერი ბოხლენდერი ამტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა დნმ-ების კვლევას და დაასკვნა, რომ მეცნიერებს კიდევ წინ აქვთ კაცობრიობის უძველეს ისტორიის ყველა ნაწილის გაერთიანების პროცესი. ის ამტკიცებს, რომ ნეანდერტალელებისა და დენისოველების გარდა არსებობდა ადამიანების მესამე ტიპიც, რომელიც სავარაუდოდ, პლანეტის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილს წარმოადგენდა.

    მან ისიც დაასკვნა, რომ ნეანდერტალელის დნმ შეიცავდა ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები და დეპრესია. მართალია, ადამიანის ევოლუციისას ძალიან დიდი გენეტიკური ინფორმაცია დაიკარგა, მაგრამ მეცნიერებს მაინც საკმარისი მარაგი აქვთ, რომ სერიოზული კვლევები აწარმოონ და უძველესი დნმ-ების გაანალიზებით თანამედროვე პრობლემებს ებრძოლონ.

    რაც შეეხება მელანეზიურ ტომს, ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა და მათი დაწვრილებითი შესწავლით მეცნიერები იმედოვნებენ პრეისტორიული პერიოდის კიდევ უფრო უკეთ შესწავლას და ახალი აღმოჩენების გაკეთებას.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი