ტელეკომპანია ,,მაესტროს” ექსკლუზიური ინფორმაციით, დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილს ციანიდი თვითმკვლელობისთვის სჭირდებოდა. ,,მაესტრო” ჟურნალისტის ცნობით, ეს ინფორმაცია იმ პირმა მიაწოდა, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია. აღნიშნულ ინფორმაციას, არც ადასტურებს და არც უარყობს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მისი თქმით, ,,ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება”.
წყარო