ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დაკავეს. დაკავებულს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ფატქს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ.
როგორც “ნიუპოსტს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.
შოთაძის უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პრატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ცნობისთვის, 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი გამოძიება შენგელიას ნაცნობს ამ დრომდე ეძებდა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრიბაში იმყოფება ორი პირი, რომელთაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
“ნიუპოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ეს ერთადერთი საქმეა, სადაც კანიბალიზმის ნიშნები იკვეთებოდა. მოგვიანებით სასამართლოზე 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.
ავტორი:
დავით ჯაბაშვილი
დავით ჯაბაშვილი
newposts.ge