პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს რომ ყოფილ პრემიერი მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მომავალი პრეზიდნეტის კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს. ექსპერთა კლუბის პრეზიდნეტის განცხადებით ივანიშვილის და ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ”- ერთი რიგითი მოქალაქის მიერ შერჩეული, მისი ყველაზე სანდო პირი ბატონი ღარიბაშვილია. აი, მაშინ ყველაფერი დამშვიდდება და საქართველო გაბრწყინდება. - თქვენ ელოდებით, რომ ”ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება? - ამაზე სიტყვის წამოცდენას უკვე ჰქონდა ადგილი, რასაც თავის დროზე არ მიექცა ტურადღება, მაგრამ, ცხადია, რომ ნებისმიერი სახით ჩატარებული არჩევნები იქნება სერიოზული ზეწოლის შედეგი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მონური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვენის ერთ რიგით მოქალაქესთან” - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
წყარო
წყარო