მას შემდეგ, რაც საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღო, „ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილმა პარტია „ევროპულმა საქართველომ" მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ნიკა გვარამია: დიდი მადლობა, მეგობრებო, მაგრამ ამ პროცესის დაწყებაში, სხვა ბევრთან ერთად, მთავრობის წევრი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა და 2012 წლამდე იყო ეგ, ნამდვილად. გაასწორეთ შეცდომა, თუ შეიძლება.
გიორგი არველაძე: „ევროქოცებს" შეგნებულად არ გეძახდით და არც ვაპირებდი. მაგრამ, ის, რომ საქართველოს ევროპისკენ 2012 წლიდან დაუწყია სვლა, მხოლოდ „ევროქოცს" მოუვიდოდა თავში.
ამიტომ, ნათლობას გილოცავთ! ამ დიდებული განცხადების მერე, ჩემს თვალშიც „ევროქოცები" გახდით. თქვენი არჩევანია და არ შემიძლია, პატივი არ ვცე.
გოკა გაბაშვილი: ჯორჯ, ვხედავ, რა სიამოვნებით შეგყავს შენი თავი შეცდომაში. მილოცვის სრული ტექსტი ასეთია - „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო" ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ულოცავს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას. 2009 წელს გამარტივებული სავიზო მიმოსვლით დაწყებული ეს პროცესი 2012 წლის ივნისში ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგად იქცა, 2017 წლის 28 მარტს კი წარმატებით დასრულდა. ეს მიღწევა დიდი შრომის და ბევრი ადამიანის თავდადების შედეგია და საქართველოს ყველა მოქალაქის დამსახურებაა. გილოცავთ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას და გისურვებთ მეტ წარმატებას ევროპული საქართველოს მომავლისკენ.
გიორგი არველაძე: ეს damagecontrol რეჟიმში განცხადების პოსლეზე ჩასწორება გასაგებია, მაგრამ, 2012 წელს რომ ახსენებ, ევროპეიზაციასთან მიმართებაში უკვე სამარცხვინოა...
ისე, სხვათაშორის, გიგი რომელ წელს დაიჭირეს? და რაც შეეხება ტროლს, მე არ მიღალატია არც მეგობრებისთვის, არც პრინციპებისთვის, არც მოგვიანებით არ გამიცნობიერებია, თურმე რა ცუდი ყოფილა სააკაშვილი, მაშინ, როდესაც მის თანამებრძოლად გავატარე მთელი პოლიტიკური კარიერა. გულისტკივილით გიყურებთ, გისმენთ და გკითხულობთ და მაქვს ძალიან კონკრეტული, ჩემი პირადი დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც სჩადიხართ... და მაქსიმალურად კორექტულად გამოვხატავ... თუ ეს ტროლობაა, მაშინ სიამაყით ვარ ტროლი.
და ვინ რას ემსგავსება, მაგაზე მეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ არ ვამბობ - შეურაცხყოფა რომ არ გამომივიდეს.
რატომ იხდით მერე თავს დასაცინად? შეეშვით ამ თარიღებს. მემატიანეები ხართ თუ ისტორიის გამოცდაზე გგონიათ თავი? ევროპა გაგვიხარდა! ოკ! მაგრამ, ეს თარიღები შეგვახსენეთო, ვინ გთხოვათ? და თუ თარიღები გინდათ, 2003 წელს რუსთაველზე რომ ვიდექით წვიმაში და გავიმარჯვეთ, მაშინ დაიწყო საქართველოს ევროპეიზაცია და ჩემზე კარგად იცი ეს.
ისე, ჩემგანაც მოკითხვა... მენატრებით ყველანი... როგორებიც მახსოვხართ, ისეთები.
გიგი უგულავა: გიორგი, შეგნებულად არ ვაპირებდი და დიდი, ძალიან დიდი ხანია, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა კი უნდა გითხრა - ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი, ხარ და ასეთად დარჩები, როგორც ჩანს. დანარჩენს, სადმე როცა გადამეყრები, ერთ „ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ (მეტ დროს და ენერგიას შენ არ იმსახურებ). მანამდე იმედია, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ისწავლი. გასაგებია!
გიორგი არველაძე: ყსა და ეს შორის წერტილები რაღა იყო? კორექტულობა შეინარჩუნე? არ ვიცი, მართლა გიგი ხარ თუ არა, მაგრამ, თუ გიგი ხარ, უბრალოდ გეტყვი, რომ სამწუხაროა, თუ ამას წერ. მე გიგის ეგეთს მაინც არ მივწერ... მე უფრო მეტ პატივს ვცემ მრავალი წლის ახლო ურთიერთობებს... უფრო მეტ პატივს ვცემ ადამიანობას და კაცობას.
გიორგი არველაძე: გიორგი კანდელაკი ძალიან მიყვარს და არაფერს ვერჩი, მაგრამ, როგორც ქუთაისის აეროპორტია მისი აშენებული, ისევე დაიწყო საქართველოს სვლა ევროპისკენ.