ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    34 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა ივანიშვილის რეჟიმმა

    უმძიმესი დღეა. ამ დღეს ქართული არმიის დამსახურებული ოფიცერი, მრავალი საგმირო საქმის მონაწილე, 34 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა ივანიშვილის რეჟიმმა. არ დამავიწყდება საშინელი სურათი, განადგურებული, გაშეშებული დედა და შალვას მცირეწლოვანი ცრემლიანი შვილი, რომელიც გაუჩერებლად დარბოდა ეზოში და გაუზრებლად ყვიროდა: მამა, სისხლიანია აქ ყველაფერი!! ვერც ვერასოდეს დავივიწყებ. 
    შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა შალვას ბებია და მერე დედაც, რომელმაც დარდისგან საკვების მიღებაზეც უარი თქვა. ცინიზმის აპოგეა კი ის იყო, როცა შალვას და-ძმებს პროკურორები დაკითხვისას ღიად მიუთითებდნენ, იქნებ თქვენ თვითონ მოწამლეთ ან მოკალით თქვენი ძმა და დედაო! ეს ოჯახი დღეს მთლიანად ამოძირკვულია საქართველოდან და ემიგრაციაშია გადახვეწილი. არადა, ისინი აკეთებდნენ ერთს, ემსახურებოდნენ საქართველოს. და სანაცვლოდ არც არაფერს ითხოვდნენ.


    ჩიორა თაქთაქიშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი